"საქმე" - სტუმრები: მარიამ ჯორჯაძე, ლაშა ავალიანი
"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხორბლის, სხვა მარცვლოვანი მცენარეების, აგრეთვე, შინაური ცხოველების, მათ შორის, კახური ღორისა და ქართული ქათმის ადგილობრივი ჯიშების გადარჩენისთვის სპეციალური პროგრამა მოქმედებს. ფერმერებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, ამ ჯიშის შინაური ცხოველები და ფრინველები მოაშენონ, შესაბამისი გენეტიკური მასალა მიეწოდებათ. პირველი შედეგები უკვე სახეზეა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა, ფაქტობრივად, ახალი დაწყებულია, კახეთში უკვე მოქმედებს ფერმერთა ჯგუფი, რომელიც კახური ღორის მოშენებით არის დაკავებული. გარკვეული წარმატებებია აგრეთვე ქართული ქათმის მოშენების მიმართულებით.
"საქმის" სტუმრები არიან: ასოციაცია "ელკანას" დირექტორი მარიამ ჯორჯაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ავალიანი.