18 წლის ბეგი მამალაძის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბეგლარ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
იხილეთ: ნუცუბიძის ქუჩაზე 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს - მან ცოტა ხნის წინ ატესტატი აიღო და სწავლის გაგრძელებას აპირებდა