loader

რა ვიდეო გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" 18 წლის ბეგი მამალაძემ მკვლელობამდე ორი დღით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეო გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" 18 წლის ბეგი მამალაძემ მკვლელობამდე ორი დღით ადრე

25 მაისს, ნუცუბიძის პლატოზე 18 წლის ბეგლარ მამალაძე ცივი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ბეგი მამალაძე დევნილი იყო და მესამე პლატოზე ცხოვრობდა. როგორც გარდაცვლილის "ფეისბუქის" გვერდიდან ირკვევა, ცოტა ხნის წინ მან სკოლა დაამთავრა, ატესტატი მიიღო და წელს სწავლის გაგრძელებას აპირებდა. ბეგის ბოლო პოსტი და ფოტოებიც სწორედ ბოლო ზარსა და ატესტატის აღებას ეძღვნება. ბოლო ვიდეო კი მის მკვლელობამდე ორი დღით ადრე, 23 მაისსაა ატვირთული "ფეისბუქზე".

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი 19 წლის როინ ქ-ა, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

იხილეთ: ნუცუბიძის ქუჩაზე 18 წლის ბიჭი მოკლეს - მან ცოტა ხნის წინ ატესტატი აიღო და სწავლის გაგრძელებას აპირებდა