loader

რუსეთი - 5; სომხეთი -12: ვის რამდენი ქულა დაუწერა საქართველომ "ევროვიზია 2015"-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთი - 5; სომხეთი -12: ვის რამდენი ქულა დაუწერა საქართველომ "ევროვიზია 2015"-ზე

"ევროვიზიის" 2015 წლის კონკურსი დასრულდა. 27 კონკურსანტიდან "ევროვიზიის" საუკეთესო კონკურსანტების ათეულში საქართველო ვერ მოხვდა. საქართველოს სახელით "ევროვიზიაზე" ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი წარსდგა, რომელიც პირველივე რეპეტიციის შემდეგ შესრულებითა და გარეგნობით ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა როგორც ჩანს მსმენელის გულის მოგება ვერ შეძლო. მან მე-11 ადგილით დაასრულა ევროფესტივალი. გამარჯვებული შვედი კონკურსანტი მანს ზელმერლოუ გახდა.

რაც შეეხება საქართველოს ხმებს. 8 ქულა - იტალიას, 10 ქულა - აზერბაიჯანს და 12 ქულა - სომხეთს. რაც შეეხება რუსეთს, ფედერაციის წარმომადგენელმა პოლინა გაგარინამ საქართველოსგან 5 ქულა დაიმსახურა.