loader

"100 %-ით ჩამიდებენ, ისე ეგენი ვერ დამიჭერენ" - დაკავებული წყალბურთელი სატელეფონო საუბარში მის დაკავებას ვარაუდობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"100 %-ით ჩამიდებენ, ისე ეგენი ვერ დამიჭერენ" - დაკავებული წყალბურთელი სატელეფონო საუბარში მის დაკავებას ვარაუდობს

წყალბურთელ გიორგი გუდაძის მეგობრებმა ambebi.ge-ს სატელეფონო ჩანაწერი მიაწოდეს, სადაც გუდაძე შესაძლო დაკავებაზე საუბრობს. გიორგი გუდაძე სამართალდამცველებმა რამდენიმე კვირის წინ ვაკეში დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. თუმცა, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა სახლში აღმოჩენილი მე-17 საუკუნის დამბაჩის გამო მიუსაჯეს. გუდაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკი ჩაუდეს. იგი პროტესტის ნიშნად მეთორმეტე დღეა შიმშილობს.

ხვალ, 24 მაისს, გუდაძის მხარდასაჭერად აქცია "არა ჩადებას" გაიმართება. გუდაძე მის დაკავებას ანგარიშსწორებად აფასებს. რაზეც მისი მეგობრების მიერ მოწოდებულ ჩვენთვის ფარულ ჩანაწერშიც საუბრობს. ის მეგობარს ტელეფონზე ესაუბრება და ამბობს, რომ თუ დააკავებენ მას წამალს ჩაუდებენ.

ასევე იხილეთ: დაკავებული წყალბურთელის აზრით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს - გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია მოდულის შენობასთან