loader

"გააღო კარი და კედელი დაეცა თავში" - თბილისში იტალიურ ეზოში კედლის ჩამონგრევისას ახალგაზრდა დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გააღო კარი და კედელი დაეცა თავში" - თბილისში იტალიურ ეზოში კედლის ჩამონგრევისას ახალგაზრდა დაშავდა

თბილისში, ორბელიანის ქუჩა N36 ნომერში, იტალიურ ეზოში, სახლის საყრდენი კედლის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 27 წლის მამაკაცი, რომელიც ტვინის შერყევით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, სახლები მძიმე მდგომარეობაშია და არსებობს საფრთხე, რომ კედლის მეორე ნაწილიც ჩამოიშალოს. ისინი შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვენ.