ცნობილი ქართველი კომპოზიტორის შვილიშვილი საოპერო არიას საოცრად ასრულებს
ეს პატარა გოგონა, რომელმაც ერთ დღეში მთელი "ფეისბუქი" აალაპარაკა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის და პიანისტის, ნოდარ გაბუნიას შვილიშვილია. 10 წლამდე ასაკის გოგონა პუჩინის არია Mio Babbino Caro-ს საოცრად ასრულებს. ვიდეო "ფეისბუქზე" ბავშვის დედამ, ნატალია გაბუნიამ გამოაქვეყნა და რამდენიმე საათში მან 30 ათასამდე ნახვა, 1000-მდე გაზიარება და ასობით კომენტარი დაიმსახურა.