"თუ იყვირებ, გაგიყვან გარეთ" - აქცია მერიასთან და შელაპარაკება დაზიანებული სტადიონების საკითხზე
დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის მცხოვრებლებმა გამართეს და სტადიონების შეკეთება მოითხოვეს.
მერიის ფოიეში აქციის მონაწილე ადვოკატ გოგა ონიანსა და მერიის წარმომადგენელს შორის შელაპარაკება მოხდა. გოგა ონიანის ინფორმაციით, აღნიშნული პირი მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალერი პაპიაშვილი იყო. ონიანის თქმით, მან გუშინ მერიაში 2 000 მოქალაქის ხელმოწერით განცხადება შეიტანა და დავით ნარმანიას მოქალაქეების პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდა, თუმცა მერიის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.