ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა წირვა საბურთალოს ამაღლების ტაძარში აღავლინა
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად წირვა საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.
მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.