აბანოთუბანში ჭრელ აბანოს რეაბილიტაცია უტარდება
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჭრელი აბანოების გუმბათების რეაბილიტაცია რესტავრაციისთვის არათავსებადი მეთოდებით მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში არაკომპეტენტურ ინფორმაციას უწოდებენ.
სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ დღეს აბანოთუბანში ჭრელი აბანოს რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. ამ ეტაპზე რესტავრატორები ნაგებობის ყველაზე დაზიანებული ნაწილების - მცირე გუმბათების გამაგრებას ახორციელებენ. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მცირე გუმბათების ადგილიდან მოხსნის აუცილებლობაა, რომელიც სარესტავრაციო პრაქტიკაში აპრობირებული და მიღებული ფორმაა.