loader

"დღეს პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან" - ობამამ სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე გაიხსენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან" - ობამამ სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე გაიხსენა

"თქვენ მოხვედით დღემდე, როგორც ერთი გუნდი. დღეს ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს მერლ სმიტი - პირველი აფროამერიკელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სანაპირო დაცვის კურსი 1966 წელს, რომელიც არის ვიეტნამის ომის ვეტერანი. თქვენ უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე, ისე, როგორც - ოჯახზე.

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან, სოსოს და ბესოს. მათი სულები იქნებიან თქვენთან იმ პარტნიორობებში, რომლებსაც თქვენ აყალიბებთ მთელი მსოფლიოს სანაპირო დაცვებთან ერთად", - ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონექტიკუტის შტატში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს.

ქართველი კურსანტები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად 2015 წლის მარტში დაიღუპნენ.