ყოფილი "მისტერ საქართველო" და "მისტერ ვალენტინი", რომელიც 20 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა
"ნანუკას შოუმ" საზოგადოებას 23 წლის ბერი - მამა დიონისე (ერობაში ლაშა ბორძიკული) გააცნო, რომელიც ბერად 20 წლის ასაკში აღიკვეცა. ლაშამ, რომელიც ბერობამდე "მისტერ საქართველო" და "მისტერ ვალენტინი" იყო, 12 წლის ასაკში მყარად გადაწყვიტა, რომ მისი ბედნიერება მონასტერში იყო და უფლის გზას შეუდგა. მამა დიონისე ამჟამად მონასტირს წინამძღვარია და ნორვეგიაში მსახურობს.