loader

რა იზიდავთ ტურისტებს აჭარაში - რეპორტაჟი ბათუმიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა იზიდავთ ტურისტებს აჭარაში - რეპორტაჟი ბათუმიდან

ბათუმში ტემპერატურის მატებასთან ერთად ტურისტების ნაკადმაც იმატა. ევროპის მოედანი, ძველი ბათუმის უბნები, ბულვარი და ბოტანიკური ბაღი უცხოელი ვიზიტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილებია. მეზობელი ქვეყნების გარდა, წელს, შავიზღვისპირა კურორტს ტურისტები ბელორუსიდან და ლიტვიდანაც სტუმრობენ. ტურისტები ამბობენ, რომ მასპინძლების სტუმართმოყვარეობით, ქართული კერძებითა და ბათუმის არქიტექტურით მოიხიბლნენ.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ფრენების რაოდენობაც იზრდება. ზაფხულის სეზონზე კვირის განმავლობაში უკრაინიდან 10 ფრენა შესრულდება. წელს აჭარაში ტურისტების ნაკადს პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლიტვიდან, ბელორუსიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ელოდებიან.

ავტორები: ნინო ხოზრევანიძე, თამარ კორკოტაშვილი