loader

საუკეთესო მომენტები "ევროვიზია 2015"-ის პირველი ნახევარფინალიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუკეთესო მომენტები "ევროვიზია 2015"-ის პირველი ნახევარფინალიდან

"ევროვიზია" ყოველწლიური მუსიკალური კონკურსია, რომელში მონაწილეობასაც ევროპის სამაუწყებლო კავშირის მოქმედი წევრები იღებენ. პირველი კონკურსი ლუგანოში (შვეიცარია) 1956 წელს გაიმართა. მას შემდეგ "ევროვიზიის" კონკურსები ევროპული მუსიკალური ტრადიციის განუყოფელი ნაწილია.

გუშინ "ევროვიზია 2015"-ის პირველი ნახევარფინალური ტური გაიმართა, რომელიც ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე ვენის Wiener Stadthalle-ის სცენაზე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, საკონკურსო სიმღერით - Warrior.  წარმოგიდგენთ პირველი ნახევარფინალის საუკეთესო მომენტებს.

ასევე იხილეთ: ნინა სუბლატი "ევროვიზიის" ფინალშია - ქართველმა მომღერალმა სცენაზე ფურორი მოახდინა