იუსტიციის სახლის "სოკოებიდან" 15 ტონა ნაგავი ჩამოიტანეს - დასუფთავება 40 000 ლარად
თბილისის იუსტიციის სახლიდან ის სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს, რომლებიც სახურავიდან 10 ალპინისტის საშუალებით ეტაპობრივად ჩამოიტანეს. იუსტიციის სახლის სახურავის ე.წ. პეტალების დასუფთავების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭარბა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს "ფეისბუქის" გვერდზე ვკითხულობთ, "15 ტონა სამშენებლო ნაგავი იუსტიციის სახლის სახურავში 2012 წლის ზაფხულში მისი მშენებლობის სწრაფი და უხარისხო დასრულების შედეგად იყო დარჩენილი, თუმცა მისი აღმოჩენა სახურავის თავისებურების გამო მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ძლიერი ქარის დროს გამოწვეული ვიბრაციის გამო სახურავმა ნარჩენების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ერთ ადგილას ჩამოიშალა".