loader

ნინა სუბლატს "ევროვიზიის" კონკურსამდე ერთი დღით ადრე ხმის პრობლემები აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინა სუბლატს "ევროვიზიის" კონკურსამდე ერთი დღით ადრე ხმის პრობლემები აქვს

19 მაისს ვენაში "ევროვიზიის" კონკურსი აიღებს სტარტს და პირველი ნახევარფინალური ტური გაიმართება, სადაც ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი ბოლო, მე-16 ნომრად იმღერებს. ნინამ უკვე გაიარა რამდენიმე რეპეტიცია და როგორც ერთ-ერთი ბოლო რეპეტიციის ვიდეოდან ჩანს, მას ხმასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

ქართული დელეგაციის თქმით, ნინას ხმის პრობლემები ჰქონდა კვირის განმავლობაში და ცოტათი დაკარგა კიდევაც. ამიტომ Dress Rehearsal-ის დროს ქართველმა მომღერალმა გადაწყვიტა, "ხმა დაეზოგა". როგორც ამბობენ, დღევანდელი ნახევარფინალისთვის ყველაფერი რიგზე იქნება.

youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ნინას ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც წერენ, რომ მომღერალი "დაბალ ტონალობაში" მღერის და წუხან, რომ მას ხმის პრობლემები შეექმნა.

ასევე იხილეთ:

ნინა სუბლატი "ევროვიზიის" სცენაზე შთამბეჭდავად გამოიყურება

ნინა სუბლატი ცდილობს, უცხოელ ჟურნალისტს სიმღერა Warrior ქართულად ასწავლოს