loader

იალბუზის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა - დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იალბუზის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა - დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, იალბუზის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
სახლი სამშენებლო კომპანია "სასკოს" ეკუთვნოდა. როგორც იალბუზის ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, აღნიშნულ სახლი 8 წელია მიტოვებულია და ყოფილმა მფლობელებმა ის სამშენებლო კომპანია "სასკოს" მიჰყიდეს, რომელმაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა დაიწყოს.

ორი ქალბატონი, რომელიც დღეს სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სწორედ სახლის ყოფილი მფლობელები არიან. მეზობლების განცხადებით, მათ არ იციან, თუ რატომ მოვიდნენ ეს ქალბატონები ყოფილი სახლის სანახავად.

სავარაუდოდ, კედლის ჩამონგრევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი კარის გაღებას ცდილობდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ არის დაშავებული, ვინაიდან ის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გონება დაკარგა. ხოლო მეორე ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

სასწრაფო დახმარების მანქანამ ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტორი: ნინო ჩიჩუა