შეხლა-შემოხლა და დაკავება "ნაციონალების" აქციაზე ბათუმში
ბათუმში, სასტუმრო "ჰოლტონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე სამი პირი დააკავეს. დაკავებულნი არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები - კახა ბაქანიძე და სოლომონ ბაჟელიძე.
პოლიციის თანამშრომლებმა ისინი იმ დროს აიყვანეს, როცა სასტუმრო "ჰილტონთან" მიახლოებას ცდილობდნენ. "ჰილტონში" პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რომელიც სასტუმროს გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა.
აქციის მონაწილეები მათი წარმომადგენლების დაკავებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიან და მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა მათ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონის" მიმდებარედ აქციას მართავდნენ. ისინი მხარდამჭერებთან ერთად სასტუმროსთან წითელი ბარათებით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებმა ბათუმში შეჩერებული პროექტების პლაკატებიც წარმოადგინეს.