პოლიციელი, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული, მუშაობას მაინც განაგრძობს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სოსო მელიქიძე 11 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოავარიაში მოყვა, რის გამოც რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეტლს არის მიჯაჭვული, სარეაბილიტაციო კურსის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სამსახურებრივი მივლინებით მუშაობას მაინც აგრძელებს, სადაც ყოველდღიურად ცხადდება.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის - თეიმურაზ კალანდაძის მიერ ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სპეციალურად მისთვის ადაპტირებული სამუშაო პირობებია შექმნილი. გაკეთდა პანდუსი, კოლეგები კი სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლამდე მისვლაში ეხმარებიან. მელიქიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2009 წლიდან მუშაობს.