loader

სოსო რობაქიძისა და კახა ნაკანის შელაპარაკებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო რობაქიძისა და კახა ნაკანის შელაპარაკებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძესა და საქმეზე დაკავებულ, თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროს კახა ნაკანს შორის მოხდა.

რობაქიძისა და ნაკანის სიტყვიერ შელაპარაკებას დარბაზში მყოფი ორივე მხარის წარმომადგენლების შეძახილები მოჰყვა.

აღნიშნულის შემდეგ სოსო რობაქიძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ამასთან, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დარბაზს მკაცრი გაფრთხილება მისცა. მოსამართლემ ბრალდებულებს და დარბაზში მყოფებს წესრიგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომას დახურავდა.

მოსამართლის გაფრთხილება ზემოაღნიშნულმა ინციდენტმა გამოიწვია, რომლის შემდეგაც ვაზაგაშვილების ოჯახის საგულშემატკივროდ მისული სოსო რობაქიძე დარბაზიდან გაიყვანეს, კახა ნაკანმა კი სოსო რობაქიძის შეგინებისთვის ბოდიში მოიხადა.