loader

”არსებობს საშიშროება, რომ აგური დაგეცემა თავში” - რა პირობებში უწევთ სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”არსებობს საშიშროება, რომ აგური დაგეცემა თავში” - რა პირობებში უწევთ სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში

”უშველეთ თეატრალურს” - ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გვერდი შექმნეს. აქ გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ გადავწყვიტეთ, უნივერსიტეტის შენობის პრობლემები გაგვეშუქებინა. გვერდის ერთ-ერთმა შემქმნელმა ანა-მარია გურგენაშვილმა შენობის მდგომარეობის შესახებ ექსკურსი ჩაგვიტარა, რის შედეგად ნათლად გამოჩნდა დაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი აუდიტორიებსა და სველ წერტილებში; ლიფტი, რომელიც ხშირად იჭედება; აივნები, სადაც დადგომა დიდი რისკია; შენობის უკანა მხარე და ეზო, რომელიც ჩამონგრეულია და ნაგვის ბუდედ არის ქცეული.

სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უნივერსიტეტში გამართული ბოლო შეხვედრისას დადებულ პირობას შეასრულებს და უნივერსიტეტის რემონტი, რომელიც 50-იანი წლებიდან, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა, ზაფხულიდან დაიწყება. მათივე განცხადებით, სტუდენტები და ადმინისტრაცია ამ ბრძოლაში გაერთიანებულია და ერთად ცდილობენ მიაღწიონ საერთო მიზანს, რომელიც მომავალ თაობებს გამოადგებათ - შენობა, რომელშიც სწავლა უსაფრთხო იქნება და სადაც ჭერი არ ჩამოინგრევა.

ავტორები: ლექსო ნაბახტეველი, გიორგი ღუდუშაური