loader

აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზები პარალიზებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზები პარალიზებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის მოსამზადებელის სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლის გამო, დღეს, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები უკვე ამოქმედდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელმა ომარ ფხაკაძემ განუცხადა, ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანში, "მარი მარკეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 500 მეტრი გზის მონაკვეთი უკვე დაკეტილია; 15:00 საათიდან 17:30 საათამდე კი, შეზღუდვა "თბილისი მოლამდე" იმოქმედებს.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, აღმაშენებლის ხეივანში, ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით, 17:30 საათზე აღდგება.