loader

ირაკლი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით შიმშილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი წერეთელი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით შიმშილობს

ეროვნული მოძრაობის ცნობილი წარმომადგენელი ირაკლი წერეთელი ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მეთვრამეტე დღეა შიმშილობს. წერეთელი ასევე ითხოვს "თავისუფლებისათვის მებრძოლი და დევნილი პრეზიდენტის", მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. როგორც ის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეოში ამბობს, რუსეთი მისი და სააკაშვილის საერთო მტერია, ხოლო დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტი დასცა. ამიტომ წერეთლისა და მისი თანამოაზრეების მოძრაობის მიზანი სააკაშვილის დაბრუნება და ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევება იქნება. ვიდეოში ირაკლი წერეთელთან ერთად არიან გიგა ბოკერია და კობა ხაბაზი, რომლებსაც წერეთელი "ეროვნული თავისუფლებისთვის მებრძოლებად" მოიხსენიებს.