არგენტინელი ფეხბურთელი თავის ტრავმის შედეგად მოედანზე გარდაიცვალა
14 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა არგენტინელი ფეხბურთელი, კლუბ "სან-მარტინ დე ბურსაკოს" მოთამაშე ემანუელ ორტეგა, რომელმაც მატჩის დროს თავის სასიკვდილო ტრავმა მიიღო.
21 წლის სპორტსმენი "ხუვენტუდ უნიდას" მოთამაშეს დაეჯახა. ორტეგამ წონასწორობა დაკარგა, სათამაშო მოედნის გარეთ გავარდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. ძლიერი დარტყმის შემდეგ იგი მოედანზე გაუნძრევლად იწვა. ფეხბურთელი უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ - მოგვიანებით არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.