loader

რუსი ცოლ-ქმარი მანქანაში სექსის დროს მდინარეში გადავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი ცოლ-ქმარი მანქანაში სექსის დროს მდინარეში გადავარდა

რუსეთში, ქალაქ კრასნოდართან, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში ქალი დაიღუპა. 13 მაისს მდინარე კუბანზე დასასვენებლად ცოლ-ქმარი მივიდა, რომლებმაც ВАЗ-2115 მარკის ავტომობილი სანაპიროზე გააჩერეს. მეუღლეები სვამდნენ, მოგვიანებით კი სანაპიროდან ავტომობილის სალონში გადაინაცვლეს, სადაც სექსით დაკავდნენ. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცს ხელის მუხრუჭის დაყენება დაავიწყდა, ავტომობილი დაგორდა და მდინარეში გადავარდა. მამაკაცმა დროული რეაგირება მოახერხა - ფეხით ფანჯარა ამოაგდო და სალონიდან გამოვიდა. მისმა 35 წლის მეუღლემ კი ეს ვერ შეძლო და ავტომობილთან ერთად წყალში გადაეშვა.

ტრაგედიის ადგილზე მისულმა მაშველებმა წყლიდან ავტომობილი და დაღუპულის ცხედარი ამოიღეს. ამჟამად, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ინციდენტის დეტალებს არკვევენ.

ასევე იხილეთ:

ავტომობილში ჯგუფური სექსის დროს ქალმა ორივე ფეხი მოიტეხა

რატომ უნდა გამორთოთ მანქანაში სექსის დროს ძრავა