loader

შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

სამართალდამცველებმა სოფელ რუხში კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი თემურ გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გ. საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა. დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ნარკოლოგიური შემოწმებით, მას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. თემურ გ. ე.წ. კანონიერ ქურდობას აღიარებს.

გამოძიება კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).