loader

კახეთის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის ისტორია - ერთ ღამეში ამოხოცილი ოჯახის 17 წევრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის ისტორია - ერთ ღამეში ამოხოცილი ოჯახის 17 წევრი

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც გაუგონარი ტრაგედიის მომსწრეა. 1921 წელს მე-11 არმიის რუსმა ჯარისკაცებმა ელაშვილების ოჯახში 17 ადამიანი ერთ ღამეში ამოხოცეს. მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, მეძუძური დედა და ორსული ქალი.

ნასვამ რუს ჯარისკაცებს ელაშვილების ოჯახში დიდძალი ფული ეგულებოდათ. ყაჩაღებმა, პირველ რიგში, ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. სწორედ ამ დროს, ოჯახის დიასახლისმა მძარცველთა შორის ნათლიის ძმა - პეჩინსკი ამოიცნო. პეჩინსკის შურისძიების შეეშინდა და ოჯახის ყველა წევრის მოკვლის განკარგულება გასცა...

23 მაისიდან "პალიტრა TV"-ის ეთერში ახალი გადაცემა "ლურჯი ვაშლი" იწყება. ყოველ შაბათს, 20:00 საათზე, გადაცემა წარმოგიდგენთ იმას, რაც ჯერ არსად გინახავთ; ისტორიებს, რომლებიც ჯერ არ გაგიგიათ; პერსონებს, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ...
ელაშვილების ოჯახის ტრაგედიაც ერთ-ერთია იმ ექსკლუზიური და უცნობი ისტორიებიდან, რომელსაც 23 მაისიდან "პალიტრა TV"-ის ეთერში სრულად იხილავთ.