loader

შინდისის 17 გმირი უძეგლოდ - ჯარისკაცების მონუმენტს მოქანდაკე უსახსრობის გამო ვერ ასრულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინდისის 17 გმირი უძეგლოდ - ჯარისკაცების მონუმენტს მოქანდაკე უსახსრობის გამო ვერ ასრულებს

ავჭალაში, ერთი-ერთი სახლის ეზოში ქუჩიდანვე შენიშნავთ ერთმანეთისთვის ხელჩაკიდებული ჯარისკაცების ქანდაკებებს. უკვე მესამე წელია, ნუგზარ ჭავჭავაძის ეზოში 12-მეტრიანი მონუმენტი დგას. შინდისის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად მოქანდაკემ 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შექმნა, თუმცა უსახსრობის გამო მუშაობას ვერ აგრძელებს.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. შინდისის სარკინიგზო სადგურთან, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ჩვიდმეტი ქართველი გმირის ჭირისუფლები იმედოვნებენ, რომ მონუმენტის დასრულების საქმეში მათ სახელმწიფო და რიგითი ქართველებიც დაეხმარებიან.

ვისაც სურვილი გაქვთ, წვლილი შეიტანოთ მონუმენტის დასრულების საქმეში, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ "შინდისის გმირების მემორიალის ფონდის" სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე: სს "ლიბერთი ბანკი" საბანკო ანგარიშის ნომერი ლარში - GE89LB0115119772084000.

ავტორი: სალომე გოგოხია

ასევე იხილეთ:

08.08.08 - შინდისის გმირები და ნათლია-ნათლულის ცრემლისმომგვრელი ისტორია

შინდისის 17 გმირი - აგვისტოს ომში დაღუპულებს სიმბოლურ მემორიალთან გლოვობენ

"მე რუსი ვარ და ჩემმა სამშობლომ მომიკლა შვილი" - შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის დედა