პრინც ჰარის ჰაკა
ბრიტანეთის სამეფო კარის მემკვიდრე ახალ ზელანდიაში ჩავიდა, სადაც ლინტონის სამხედრო ბაზას ესტუმრა და ახალზელანდიელი მეომრების ტრადიციული საბრძოლო ცეკვა - ჰაკა შეასრულა. პრინცი ჰარი საომარი ცეკვის დროს ძალიან თავშეკავებული აღმოჩნდა - მისი შესრულებისას ხომ საშინელი სახის მიღებაა საჭირო, მაგრამ ჰარი მედიის ყურადღების ცენტრშია და სახე ფოტოკამერის წინ "უჭირავს".