დატკბით თბილისის ხედებით და ხმებით - ფერადი და ლამაზი ვიდეორგოლი უცხოელებისთვის
თბილისში 14-15 მაისს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ყოველწლიური რიგით 24–ე საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართება. EBRD-ის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე თბილისის ყველაზე ცნობილი ხედების ამსახველი ფერადი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელიც უცხოელ ტურისტებს საქაართველოში ეპატიჟება. ვიდეოს თან შემდეგი წარწერა ახლავს: "იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ აპირებთ, თბილისში ჩამოხვიდეთ EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმზე, ამ ვიდეოდანაც შეძლებთ ულამაზესი ქალაქის ხედებითა და ხმებით დატკბობას".
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე მსოფლიო დონის ბიზნესმენი ეწვევა.