loader

"საქმე" - სტუმარი: გიორგი მიშელაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმარი: გიორგი მიშელაძე

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციის გამოყენებით.

კოოპერატივები მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში ასრულებენ მნიშვნელოვან როლს. სწორედ ამიტომ მათი შექმნის იდეას ჩვენი საზოგადოება იმედით შეხვდა. 2013 წლის ივლისში პარლამენტმა "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების" შესახებ კანონი 96 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღო და საქართველოში კოოპერატივების ჩამოყალიბება დაიწყეს. ახლა კი ამ კანონში სერიოზული ცვლილებები შედის: კოოპერატივის ასოცირებული წევრობის უფლება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამასთან ერთად, კანონში ჩნდება ახალი ცნებები - "ასოცირებული წევრი" და "საპაიო შენატანი".

"საქმის" სტუმარია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.