102 წლის ბებომ ტორტზე სანთლების ჩაქრობას... პროტეზი მიაყოლა
26 აპრილს ლუის ბონიტოს 102 წელი შეუსრულდა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, ეს თარიღი ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღენიშნა. მოხუცს ტორტიც მოუმზადეს, რომელზეც სანთლებით 102 წელი ეწერა. ლუისმა ძალები მოიკრიბა და სანთლებს სული შეუბერა, თუმცა პირიდან ჰაერის ნაცვლად პროტეზი გამოუვარდა...