შსს-მ დააკავა თაღლითი ქალი, რომელმაც 3 330 ლარის გამო ოჯახის ორი წევრის გაზით გაგუდვა სცადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი მანიჟა ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, ე.წ. ლტოლვილების დასახლებაში მცხოვრებ სისონა გ-ს ოჯახს სოციალური აგენტის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და მორიგი სტუმრობის დროს მათი მოკვლის მიზნით ბინაში გაზის ონკანი გახსნა, 3 330 ლარი გაიტაცა და მიიმალა. სისონა გ-ს და მაკა დ-ს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კიდევ ერთი დანაშაული მარნეულში 2014 წლის ნოემბერში ჩაიდინა. მანიჟა ჭ-მ მარნეულის ბაზარში ერთ-ერთი ჯიხურის მოვაჭრე ცოლ-ქმარს, ვილაიატ და გულჩოხრა ნ-ებს პროდუქციის დიდი პარტიის შესყიდვის შესახებ საუბრისას ყავაში გაურკვეველი ფხვნილი ჩაუყარა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ამის შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2000 ლარის ღირებულების ოქროულს, 6 000 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.