loader

როგორ გამოიყურებოდა XIX საუკუნის რიგითი თბილისელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდა XIX საუკუნის რიგითი თბილისელი

ფოტოარქივი, რომელშიც თბილისის მოსახლეობის ყოველდღიური ყოფაა გადმოცემული, tbilisifoto.ru-ს ელექტრონულ ფოტობანკში ინახება. ფოტოები საშუალებას იძლევა, ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდნენ XIX საუკუნის რიგითი თბილისელი ქალი და მამაკაცი. ამასთან, ფოტოგალერეაში წარმოდგენილია იმ პერიოდის თითქმის ყველა სოციალური ფენა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და ღირებულს ხდის ფოტოებს.

რაც შეეხება XIX საუკუნის თბილისის პოლიტიკურ ცხოვრებას, საუკუნის დამდეგს საქართველო რუსეთმა დაიპყრო და თბილისის მართვა პოლიციას და მის უფროსს დააკისრა. ქართველი ხალხის წინააღმდეგობის შედეგად, რუსეთმა საოკუპაციო რეჟიმი სამოქალაქო მმართველობით შეცვალა, თბილისი კი რუსი თვითმმართველის და მეფისნაცვლის რეზიდენციად გამოაცხადა. შემუშავდა დებულება, რომლის თანახმად, მოსახლეობის ეკონომიურად ძლიერ ფენას უფლება მიეცა, სათათბირო ქალაქის თავისა და ექვსი ხმოსნის შემადგენლობით შეექმნა, თუმცა ამ ტერიტორიული ორგანოს უფლება-კომპეტენცია ვიწრო იყო.