loader

"ამბობენ, რომ ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..." - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამბობენ, რომ ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა..." - ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. შენობის მესამე სართული, სადაც დაღუპულ მოზარდებს ეძინათ, სრულიად დამწვარია, მეორე - ნაწილობრივ, ხოლო პირველი სართული დაზიანებულია. სასტუმროს მეპატრონე შერმადინ ართმელაძე ბავშვების დაღუპვის მიზეზად მათი თანმხლები უფროსების უყურადღებობას ასახელებს. "4-5 საათამდე სვამდა ნომერში ვიღაცებთან და ეს ბავშვები დატოვა უყურადღებოდ. მე სახლი დამეწვა. მე კი ვიტირე ბავშვები, მაგრამ იმ ოჯახებს არ შველის. ჩემს გადამწვარ სახლს არ შველის".

მისივე ვერსიას იმეორებენ ხანძრის თვითმხილველები და საოჯახო სასტუმროს მეპატრონის მეზობლები. ნატო ვერულიძის განცხადებით, ინფორმაცია აქვთ, რომ დაღუპული ბავშვების ოთახის კარი ჩაკეტილი იყო, სავარაუდოდ, რის გამოც მოზარდებმა გამოსვლა ვერ მოახერხეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი ბავშვის ცხედარს ხელში კარის სახელური ეჭირა.


ასევე იხილეთ:

"გასაგებია ბავშვები, მაგრამ მე ცოდვა არ ვარ?!" - ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მეპატრონე ზარალზე წუხს

ქობულეთში მომხდარი ხანძრის უმძიმესი, ექსკლუზიური კადრები