"ყოფილი ავაზაკის" ახდენილი ოცნება - კაცს, რომელმაც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა, ბიზნესიდეა დაუფინანსეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიზნესინიციატივების საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 17 ყოფილი პატიმრის 16 ბიზნესიდეა დაფინანსდა. ჯამში, ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტროს მიერ საგრანტო პროექტში 56 000 ლარი გამოიყო.
ერთ-ერთი გამარჯვებულია გიორგი კიტრიაშვილი, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში ცხოვრობს. "ყოფილ ავაზაკს", როგორც ის თავის თავს უწოდებს, "პალიტრა ტვ"-ის მომხმარებელი კარგად იცნობს. მასზე ცოტა ხნის წინ სიუჟეტიც მოვამზადეთ, რომელშიც ის მცირე ბიზნესის დასაწყებად სასტარტო თანხაში დახმარებას ითხოვდა. მისი ბიზნესიდეა მესაქონლეობის განვითარებას შეეხება. საგრანტო განაცხადი 3 ათასი ლარით დაფინანსდა, რომლითაც შესაძლებელი გახდა 2 ძროხის (ერთს უკვე ჰყავს ხბო, მეორე კი მაკედ არის და რამდენიმე დღეში მატებას ელოდებიან) ყიდვა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრი უკვე ორი წელია, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში 5 ბიზნესიდეა დაფინანსდა. შარშან საგრანტო თანხა 20 ათას ლარს შეადგენდა, რომელიც ხუთ ყოფილ პატიმარზე თანაბრად განაწილდა.
ასევე იხილეთ: "ყოფილი ავაზაკის" აღსარება - კაცი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა