"შარლი ებდოზე" თავდასხმის ორგანიზატორი იემენში მოკლეს
"ალ-ქაიდას" ლიდერი არაბეთის ნახევარკუნძულზე ნასერ ბენ ალი ალ-ანსი იემენში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ "ალ-ქაიდამ" სპეციალურ ვიდეომიმართვაში გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტი აპრილში დაიღუპა.
იანვარში ფრანგულ ყოველკვირეულ გამოცემა "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ალ-ანსიმ აიღო.
იანვარში ფრანგულ ყოველკვირეულ გამოცემა "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ალ-ანსიმ აიღო.