loader

შოკუნიები ხართ თქვენ - ხადური უმცირესობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკუნიები ხართ თქვენ - ხადური უმცირესობას

შოკუნიები თქვენ ხართ, იმიტომ, რომ თქვენ გინდათ, შოკი იყოთ და არ გამოგივიდათ ეგ ამბავი და ვერც გამოგივათ, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
როგორც ხადურმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, საბიუჯეტო ხარჯვას ლარზე ზეწოლა არ ჰქონია, არამედ ადგილი ჰქონდა გარე შოკებს. მან ასევე კონსტიტუციის წაკითხვისკენ მოუწოდა დეპუტატებს, რათა იცოდნენ, ვინ ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას.

დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ხადურს სთხოვა დაეკონკრეტებინა მუხლი, რომელშიც წერია, რომ ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ხადურმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, ჯაფარიძის თქმით კი, მონეტარული პოლიტიკა ბევრ რამეს მოიცავს და გაცვლითი კურსი იქ ნახსენები არ არის.

იხილეთ ასევე: დაპირისპირება პარლამენტში: ზაზა პაპუაშვილმა სერგო რატიანს მიკროფონი მოუგლიჯა

ტყუილების თქმას თუ არა, კვერცხების სროლას მაინც დაანებეთ თავი - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

”ჩვენ უფრო მეტი ნაგავი დაგიტოვეთ, ვიდრე თქვენ ააშენეთ!” - გიორგი ვაშაძემ და თეა წულუკიანმა იკამათეს