loader

"კაცია-ადამიანი?!" - სტუმრები: რუსუდან ბოლქვაძე, გია კორკოტაშვილი, პანჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაცია-ადამიანი?!" - სტუმრები: რუსუდან ბოლქვაძე, გია კორკოტაშვილი, პანჩო


"პალიტრის" ჟურნალისტების ჯგუფი საგანგებოდ ქმნის ექსტრაორდინარულ სიტუაციებს და ფარული კამერით იღებს მოქალაქეებს, რომელთა რეაქციები და საქციელი განსასჯელად გამოაქვს გადაცემაში.

არის თუ არა ყველა კაცი ადამიანი?! ვინ ვართ ჩვენ - საქართველოს დღევანდელი მოქალაქენი, როგორ ვიქცევით ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და თამამემამულეებს, როგორ ვიქცევით მაშინ, როცა ვიცით, რომ არავინ გვიყურებს? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მიღების მცდელობაა ლადო კახაძის საავტორო პროექტი "კაცია-ადამიანი?!".

ზებრა-გადასასვლელზე ქალი საბავშვო ეტლით ჩვილის გადაყვანას ცდილობს... რამდენად გამოსდის ეს და უთმობენ თუ არა ბავშვიან ქალს გზას თბილისელი მძღოლები - ამ ვიდეოქსპერიმენტისა და მისი შედეგების შესახებ მსჯელობენ დღეს გადაცემაში "კაცია-ადამიანი?!". სტუმრები არიან: მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე, მსახიობი და ტელეწამყვანი გია კორკოტაშვილი და მუსიკოსი პანჩო.

გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" გადის ყოველ ოთხშაბათს, ახალი დროით, 20:00 საათზე ტელე/რადიო "პალიტრის" ეთერში.

იხილეთ ვიდეო: ქალი საბავშვო ეტლით გზაზე გადადის... ამ დროს ზოგიერთი თბილისელი მძღოლის საქციელი გაგაკვირვებთ