loader

"საქმე" - სტუმრები: სოფო საყევარაშვილი, ირაკლი ბერეკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმრები: სოფო საყევარაშვილი, ირაკლი ბერეკაშვილი

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციის გამოყენებით.

თბილისმა გერმანიაში მოიგო კონკურსი, რომლის საფუძველზე მომზადდება მომავლის ქალაქის, ე.წ. სმარტ-სითის სტრატეგია და ამაში გერმანელი პარტნიორები დაგვეხმარებიან. გარდა ამისა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც არის გათვალისწინებული. ამ შეთანხმების ფარგლებში, მომზადდება დედაქალაქის, როგორც მომავლის ქალაქის განვითარების სტრატეგია. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, მომავლის ქალაქი არის თანამედროვე მართვის სისტემებზე დაფუძნებული სტრატეგია, როგორიცაა ენერგოდამზოგავი, გარე განათების სისტემები, თანამედროვე პარკირების, შუქნიშნების მართვის სისტემები, ყველაფერი, რაც ენერგოეფექტურობასთან, ქალაქის მაქსიმალურად ეფექტიანად მართვასთანაა დაკავშირებული.

"საქმის" სტუმრები არიან: გამომცემლობა "პალიტრა ელის" მარკეტინგის მენეჯერი სოფო საყევარაშვილი და თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი.