ფეხბურთელმა იმდენად ლამაზი ავტოგოლი გაიტანა, ფანებმაც დაუკრეს ტაში
მეორე ბუნდესლიგაში "აალენსა" და "ბოხუმს" შორის თამაში თაყვანისმცემლებს დიდხანს არ დაავიწყდებათ. "ბოხუმის" მცველმა კოლინ გუანერმა საჯარიმო მოედანზე ბურთის გადაცემის დროს შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარ კარში... გაოცებულმა კოლინმა ორივე კლუბის ფანებისგან დაიმსახურა აპლოდისმენტები და სიმწრის ღიმილით განაგრძო თამაში.