ანდრეი მაკარევიჩმა ომის 70 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინულ სოციალურ რგოლში მიიღო მონაწილეობა
ჯგუფ Машина времени-ის სოლისტმა და ვლადიმერ პუტინის აქტიურმა კრიტიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინული ტელევიზიის ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა. "ეს წმინდა თარიღია, რადგან კაცობრიობამ გამარჯვებისთვის ძალიან ძვირი გადაიხადა", - აღნიშნავს იგი.
მუსიკოსი სვამს კითხვას: რა მომენტში გადაწყვიტა ნაცისტური გერმანიის ლიდერმა ადოლფ ჰიტლერმა, რომ მას ყველაფერი გაუვა? "1938 წელს, როდესაც იგი ჩეხოსლოვაკიას დაესხა თავს და მსოფლიომ თითქოს ვერ შეამჩნია? თუ 1939 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან ხელი მოაწერა თავდაუსხმელობის ფაქტს და მათ პოლონეთი გაიყვეს? შედეგად, მსოფლიომ 54 მლნ ადამიანი დაკარგა. ამ რიცხვის წარმოდგენა შეუძლებელია, ამის დავიწყების უფლება არავის აქვს" - ამბობს მაკარევიჩი.