loader

"დიდი ბიზნესი" - იუ-პი-ეს-ი და ჯიმ ქეისი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი ბიზნესი" - იუ-პი-ეს-ი და ჯიმ ქეისი

როგორ იწყებდნენ და როგორ ავითარებდნენ თავიანთ საქმეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ბიზნესის გენერლებად მიიჩნევენ. ყველაზე წარმატებული ბრენდებისა და მათი შემქმნელების საგულისხმო ისტორიები, რომელთა მაგალითზე ბევრი რამის სწავლა და გათვალისწინება შეიძლება. გადაცემის ავტორი და წამყვანი - გიორგი კალანდაძე.

თქვენი სურვილების ხარისხიანი ასრულება, ჩვენ დავზოგავთ თქვენს დროს და მოგაწვდით, რასაც მოისურვებთ, - ეს არის რამდენიმე სარეკლამო სლოგანი კომპანიებისა, რომელთა ბიზნესსაქმიანობაში პროდუქციის დროული და უდანაკარგო მიწოდება შედის. თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია მსგავსი ბიზნესის გარეშე. ჩვენ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ასეთ კომპანიასა და მის დამფუძნებელზე მოგითხრობთ.

ეს არის კომპანია იუ-პი-ეს-ისა და ჯეიმს, იგივე ჯიმ ქეისის დიდი ბიზნესი რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში.