loader

ბათუმში სოციალურად დაუცველებმა და ეკომიგრანტებმა ფართომასშტბიანი აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში სოციალურად დაუცველებმა და ეკომიგრანტებმა ფართომასშტბიანი აქცია გამართეს

სოციალურად დაუცველებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა და ეკომიგრანტებმა ბათუმში აქცია გამართეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ისინი თავდაპირველად ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მთავრობის წარმომადგენლებიდან მათთან შესახვედრად არავინ მივიდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ კატეგორიების გაზრდას, სადაც შევლენ ომის ვეტერანთა შვილები, გასაყოფი ოჯახები და მარტოხელა დედები. იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა კი, გამოსახლების პროცესის შეჩერებასა და დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვს.
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ფართომასშტაბიანი აქციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ეხმარებოდა.