loader

"რას მიირთმევთ სადილად?" - ბარაკ ობამამ ამ კითხვაზე პატარა ბიჭისგან მოულოდნელი პასუხი მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რას მიირთმევთ სადილად?" - ბარაკ ობამამ ამ კითხვაზე პატარა ბიჭისგან მოულოდნელი პასუხი მიიღო

აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში წლის მასწავლებელს უმასპინძლა, შემდეგ კი მასთან ერთად გაისეირნა ოსტერ ადამსის სკოლაში და პატარა მოსწავლეებს გაესაუბრა.

ობამამ ბავშვებთან ფოტოც გადაიღო და მათგან ისიც შეიტყო, რომ პატარები ბოულინგის სათამაშოდ ემზადებოდნენ. ბოლოს კი იმითაც დაინტერესდა, რას მიირთმევდნენ ბავშვები სადილად. ამ კითხვაზე პრეზიდენტმა ძალიან მოულოდნელი და უჩვეულო პასუხი მიიღო პატარა ბიჭისგან: "შენ". ობამას გაეცინა: "მერე ხომ პრეზიდენტი აღარ გეყოლებათ? გინდათ რომელიმეს პრეზიდენტობა?!" "არა, ალბათ მოსაწყენი იქნება". ბარაკ ობამა ამაზეც სიცილით დაეთანხმა გულუბრყვილო პატარას.