loader

მარნეულში 27 წლის მამაკაცმა თანასოფლელი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულში 27 წლის მამაკაცმა თანასოფლელი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნაბი მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 1 მაისს დილით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1988 წელს დაბადებული რომან გ. სანადირო თოფიდან სამი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. რომან გ. თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.