loader

"გავუცინე... თვალებში ვუყურებდი!" - ქართველი მოდელი "არმანის" ჩვენებაზე ლეონარდო დიკაპრიოს ნახვამ აღაფრთოვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავუცინე... თვალებში ვუყურებდი!" - ქართველი მოდელი "არმანის" ჩვენებაზე ლეონარდო დიკაპრიოს ნახვამ აღაფრთოვანა

16 წლის ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა "არმანის" ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მან "ფეისბუქზე" პოსტიც გამოაქვეყნა: "ენით აღუწერელი გრძნობა მაქვს, არ ვიცი, რა ვთქვა, უბედნიერესი ადამიანი ვარ. დღეს მე რაც განვიცადე, არ განმიცდია არასდროს. ამდენი ცნობილი ადამიანი მიყურებდა, ლეგენდები!!! თან არმანის ჩვენებაზე და თან 40 წლის იუბილეზე, ეს ნამდვილი საოცრებაა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, როდესაც გამოვედი გარეთ და ათასობით ხალხი დამხვდა, ყვიროდნენ და ტაშით გვაცილებდნენ. გვერდზე რომ გავიხედე, ლეონარდო იყო თავისი დაცვით და გავუცინე, პირდაპირ თვალებში ვუყურებდი!!!!!!!!!!!! დღევანდელი დღე დარჩება ისტორიას ჩემთვის. მადლობა ყველას ასეთი თბილი მესიჯებისთვის, მიყვარხაართ!!!"

ქართველი ლამაზმანი, 16 წლის თაკო ნაცვლიშვილი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია. ამჟამად კი მან პარიზში, Versace-ს ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა. თაკო ცნობილი მოდელის და სამოდელო სააგენტო Model Look-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია.

ასევე იხილეთ:

16 წლის ულამაზესი ქართველი მოდელი Versace-ს ჩვენებაზე პარიზში

"გამარჯობა Fashion TV, მე თაკო ვარ" - 16 წლის ქართველი მოდელი "ვერსაჩეს" კულისებიდან