loader

დიჯეიმ ნიუ-იორკის მეტროში ექსპერიმენტი ჩაატარა - ხალხი ამ ვაგონში მგზავრობას არასოდეს დაივიწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიჯეიმ ნიუ-იორკის მეტროში ექსპერიმენტი ჩაატარა - ხალხი ამ ვაგონში მგზავრობას არასოდეს დაივიწყებს

დიდ ქალაქებში მეტრო ყოველთვის ხალხმრავალია. მიუხედავად ამისა, ადამიანები ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან, არაფრისმთქმელი სახეებით სხედან და ერთმანეთსაც კი არ უყურებენ. ნიუ-იორკის მეტრო გამონაკლისი არ არის.

ადგილობრივმა დიჯეიმ, მეირ კალმანსონმა უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და პირდაპირ მატარებლის ვაგონში საცეკვაო წვეულება მოაწყო. მგზავრები თავიდან ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა და რას აკეთებდნენ ეს უცნაური ადამიანები, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოზიტიური ელექტრონული მუსიკა გაისმა, ცეკვა დაიწყეს და შესანიშნავ განწყობაზე დადგნენ.

დიჯეის ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ერთი შეხედვით ყველაზე დეპრესიული ადგილის მხიარულ წვეულებად გადაქცევაც კი შეიძლება.