ტყვიები, რომლებიც მოძრავ სამიზნესაც არ ასცდება
ამერიკულმა სააგენტო DARPA-მ თვითდამიზნების ტყვიების გამოცდის შედეგების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც პროგრამა EXACTO-ს ფარგლებში შექმნეს.
ვიდეოზე აღბეჭდილია ცდის პროცესი, რომელიც წელს თებერვლის ბოლოს ჩატარდა. გამოცდილმა მსროლელმა ამ ტექნოლოგიის ტყვიების დახმარებით მოძრავი სამიზნესთვის მორტყმა მოახერხა. სამიზნესთვის მორტყმა ახალბედამაც შეძლო, რომელმაც აღნიშნული ტყვიები პირველად გამოიყენა. სისტემა EXACTO სროლის სიზუსტეს ზრდის და სამიზნეს მოძრაობის ტრაექტორიის ცვლილებისა და ამინდის პირობების გათვალისწინებით ტყვია მიზნამდე მიჰყავს.
როგორც DARPA-ში აცხადებენ, სააგენტოს ინჟინრები პროექტზე მუშაობას აგრძელებენ. როდის ჩაეშვება მსგავსი ტყვიები ამერიკელი სამხედროების შეიარაღებაში, უცნობია.