კრის ევანსმა ელენ დეჯენერესის შოუში სკარლეტ იოჰანსონი შეაშინა
სკარლეტ იოჰანსონი ელენ დეჯენერესის შოუში იყო მიწვეული, სადაც ახალ ფილმზე - Avengers: Age of Ultron ისაუბრა. ელენმა ასევე გაიხსენა მისი კოლეგა კრის ევანსიც, რომელთან ერთადაც სკარლეტი უკვე მეხუთე ფილმში თამაშობს. ამ მომენტით კრისმა ისარგებლა, უკნიდან მიეპარა იოჰანსონს და შეაშინა.